„ირანის წინააღმდეგ სანქციების ორი მექანიზმი გვაქვს, რომლებიც დაკავშირებულია ორ პრობლემასთან: ადამიანის უფლებების დარღვევებთან და მასობრივი განადგურების იარაღთან. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ირანის ქცევის რეალურ ცვლილებას თითოეული ამ მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სანქციების გაუქმება“ | განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევიან ლე ბენში დიდი შვიდეულის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სანქციები მიმართულია „ქცევის შეცვლისკენ“, ამიტომ, მათი გაუქმება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ეს ქცევა შეიცვლება.


















