“ვრეკავთ, კაციშვილი პასუხის გამცემი არაა” – ხოშტარიას ოჯახის წევრს კოვიდ-19 დაუდგინდა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის და ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარის, ელენე ხოშტარიას დეიდაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ვირუსის დადასტურების შემდეგ ოჯახმა ცხელ ხაზებზე დარეკვა დაიწყო, რათა მკურნალობის შესახებ ინფორმაცია მიეღო, თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, მათ სათანადო პასუხს არ სცემენ.

“თავს ვიკავებდი პოსტის დაწერისგან, რადგან ჩემი ოჯახის წევრს ეხება, მაგრამ შეუძლებელია ამ პრობლემაზე ხმამაღლა არ ვილაპარაკოთ.

ჩემ დეიდაშვილს დაუდასტურდა კოვიდი. დავიწყეთ წესების მიხედვით გარკვევა როგორ უნდა მოვიქცეთ. გავიგეთ 4 ნომერი სადაც უნდა დარეკო. დავიწყეთ რეკვა. გადის საათები შანსი არაა. არაუშავს ოკ რამდენიმე საათი მოითმენ. გიჩნდება კითხვა. აი სიცხეზე რა დალიო? სისხლის გამათხელებელი სჭირდება თუ არა? რაღაც რისკ ჯგუფშია როგორ მოიქცე? კაციშვილი პასუხის გამცემი არაა!

48 საათი გადის უკვე, მარტო წევს სახლში, აზრზე არ ვართ არაფრის. არც საავადმყოფოში დაწვენას ვითხოვთ, არც განსაკუთრებულ ყურადღებას, უბრალოდ ტელეფონით ვინმემ კონსულტაცია გაუწიოს. 0 რეაქცია, 0 ყურადღება.

ამდენი თვე იმას ვერ მოება თავი რომ ტელეფონით მაინც გაუწიო ადამიანს კონსულტაცია? რამე რომ გაურთულდეს ვინ აგებს პასუხს? მოეშვით პოლიტიკურ თამაშებს და აზრზე მოდით”, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიდღის ბოლოდან ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსები ელჭექს და სეტყვას ელიან
შემდეგი სტატიამსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა