„ვრეკავ და აღარაფერია“ – ვალეში დედა, დონბასიდან შვილების ზარს ელოდება

„ვრეკავ და აღარაფერია“ – დედა დონბასიდან შვილების ზარს ელოდება – ამ სათაურით ვალეში მცხოვრებ ცოლ-ქმარზე სტატიას “სამხრეთის კარიბჭე” აქვეყნებს.

82 წლის ევგენია და ვლადიმირ პოზოიანების ორი შვილი დონბასში ცხოვრობს, მოხუცი ცოლ-ქმარი კი უკვე თვეზე მეტია მათთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს.

ალექსან და სლავიკ პოზოიანები სკოლის დამთავრების შემდეგ უკრაინაში, კერძოდ კი დონბასში გადავიდნენ საცხოვრებლად.

“ჩვენც ხშირად ჩავდიოდით, თვეობით ვრჩებოდით. მომწონს იქაურობა, კარგი ხალხი ცხოვრობს, მშრომელი. ერთი შვილი მეშახტეა, მეორე მზარეული. ალექსანს ცოლი ჰყავს, რუსი, სლავიკი უცოლოა. ომი რომ დაიწყო მოსკოვში მცხოვრებ ნათესავისგან ვგებულობდი შვილების ამბებს, ახლა შვილებთან ვრეკავ და აღარაფერია“, – ამბობს ევგენია პოზოიანი “სამხრეთის კარიბჭესთან”.

banner
წინა სტატიაშიინდიფერენტულობა აგრესორის მხარდაჭერაა… მომავალი თაობები შეაფასებენ დღეს ჩვენს ქმედებებსა თუ უმოქმედობას – ლიეტუვის ელჩი საქართველოში
შემდეგი სტატიამეტეხის ხიდის რეაბილიტაციის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება