“ვრჩები საქართველოს პროკურატურის გულშემატკივრად” – შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა- ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს:
მან საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა ყოველთვის იყო კანონიერების და მართლმსაჯულების სადარაჯოზე და მართლმსაჯულების აღსასრულებლად თითოეული თანამშრომელი მუხლჩაუხრელად შრომობდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. მე ვრჩები საქართველოს პროკურატურის გულშემატკივრად“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასასრულს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი : მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც თბილისელები გადაადგილდებიან
შემდეგი სტატია“14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი” – პროტესტი ქუჩის მხატვრობით