ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ სუს-ის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ჩანს

ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ სუს-ის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ჩანს

„იუთუბზე“ გავრცელდა ორი ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პანკისელი დავით ბორჩაშვილი ჩანს.

ვიდეოები 21 ნოემბერს Al Shishani-ს სახელით შექმნილ „იუთუბის“ არხზეა ატვირთული.

ერთ-ერთ ვიდეოში, სავარაუდოდ, ბორჩაშვილი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებთან ერთად მგზავრობისას არის გადაღებული და შეიარაღებულია:

https://youtu.be/eCV9-PQdTxk

მეორე ვიდეოში დაკრძალვის ცერემონიაა ნაჩვენები, სადაც ასევე, სავარაუდოდ დავით ბორჩაშვილი ჩანს.

https://youtu.be/1KX9J9TX764

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დავით ბორჩაშვილი სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ბორჩაშვილს რამდენიმე თვის წინ ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გაურთულდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დავით ბორჩაშვილის ახლობლების თქმით, მამაკაცი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში დაკავებული ახალგაზრდა სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიასაელჩო ბელგიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს