ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეპისკოპოსი მელქისედეკი დასჯილ იქნა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) დასაჯეს, რაც მათივე ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება:

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე დასჯილ იქნა კომისიის მიერ და აეკრძალა სასულიერო პირების ხელდასხმა.

განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კომისიაზე მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები. რაც შეეხება ინფორმაციას ეპისკოპოსის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.” ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს ესაუბრა
შემდეგი სტატიაზელენსკის განცხადებით, პუტინის სახის შესანარჩუნებლად მაკრონმა მას უკრაინის სუვერენიტეტზე გარკვეული დათმობები შესთავაზა