ვრცელდება ინფორმაცია იტალიაში აფხაზეთის დიმპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტაციის შესახებ

28 ნოემბერს იტალიის ქალაქ ბარში გაიმართა სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან თანიას პრესკონფერენცია. მასში ასევე მონაწილეობა მიიღო ე.წ. განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ვიტო გრიტანიმ.
სეპარატისტთა საგარეო უწყების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პრესკონფერენციაზე კან თანიამ ისაუბრა აფხაზეთში შექმნილი ვითარების, თვითაღიარებული რესპუბლიკის სტატუსის, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესახებ. “მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იტალიის ხალხთან ურთიერთობის დამყარების მიზნით გაწეული მუშაობის შესახებ, კერძოდ ასოციაცია “ევროპა -აფხაზეთის”, აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის, იტალიაში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობის დაარსების თაობაზე და სხვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სეპარატისტთა საგარეო უწყების საიტი ასევე იუწყება, რომ აღნიშნულ “პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს აფხაზეთის რესპუბლიკის იტალიაში და შეთავსებით ევროკავშირის ქვეყნებში დიმპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტრაციის შესახებ”.
“უნდა აღინიშნოს, რომ ამ წარმომადგენლობას არ გააჩნია დიმპლმატიური ფუნქციები, რადგან იტალია არ სცნობს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. ამ წარმომადგენლობის ძირითადი ფუნქცია იქნება ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უფლებების დაცვა, აგრეთვე აფხაზ და იტალიელ ხალხებს შორის ურთიერთობის განვითარება, აფხაზეთის პოზიტიური იმიჯისადმი ხელის შეწყობა და ასე შემდეგ”,- განაცხადა პრესკონფერენციაზე კან თანიამ.

https://youtu.be/fPc0L0I7Wlo

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სთხოვა საქართველოს, რომ “ჩატაევი მანდ შეინახე,” ცოტა გაუგებარია – შოთა უტიაშვილი
შემდეგი სტატიარექს ტილერსონი: რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების მიმართ