ვრცელდება ავთანდილ გალდავასა და ტერორისტის ფულის გადაცემის ვიდეოჩანაწერი (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ავთანდილ გალდავასა და ტერორისტის ფულის გადაცემის ვიდეოჩანაწერი. 

21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

banner
წინა სტატიაშითბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიადღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1034 თბილისში გამოვლინდა