ვფიქრობთ, ხელოვნურ მიზეზსს მოიფიქრებენ და პროცესზე არ მიიყვანენ – ადვოკატები სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს დღევანდელ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების მოლოდინი არ აქვთ. ადვოკატები ამბობენ, რომ მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა და შიმშილობისა, მორალურად ის მხნედაა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ მიიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, ბუნებრივია რაიმე ხელოვნურ მიზეზსს ამისთვის მოიფიქრებენ, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის შეშინებული. პანიკური შიში არის ერთადერთი რასაც ავლენს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. მათ ეშინიათ, რომ სააკაშვილს ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს საზოგადოებას.

ჩვენ გვახსოვს იუსტიციის მინისტრის განცხადება რამდენიმე დღის წინ, რომელმაც თქვა, რომ მისი “რეკომენდაცია” არის, რომ არ მოხდეს პროცესის ჩატარება სასამართლოს შენობაში. რეალურად იუსტიციის მინისტრს ბუნებრივია არაფერი ესაქმება მსგავსი გადაწყვეტილების მიღებასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოს მოუწევს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობაზე მსჯელობა და გადაწყვეტილების გადასინჯვა. საძაგლიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია დღეს 4 სხვადასხვა ადგილზე აქციას გამართავს
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს სთხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ზომები მიიიღოს