“ვფიქრობთ, ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც პლებისციტი”

ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი პლებისციტი.თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, მაშინ დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას, რადგან გამოვა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ასევე, ხვიჩიას თქმით, „გირჩისთვის“ ცესკო-ს ადმინისტრაციის რეფორმა, მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ამას ყოველთვის ვაღიარებდით, ისევე როგორც დანარჩენი პოლიტიკური ძალები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს და გვინდა, დაველაპარაკოთ არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილს, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლებასაც, თუ რა კონტრარგუმენტი აქვთ მათ ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი პლებისციტი, რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, მაშინ დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას, რადგან გამოვა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში“ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა”
შემდეგი სტატიადოლიძე – მიხეილ სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი