“ვფიქრობდით, რომ უკრაინელების 70% ჩვენ მხარეს იყო” – რუსულმა დაზვერვამ “კრემლი” შეცდომაში შეიყვანა

„ვფიქრობდით, რომ უკრაინელების 70% ჩვენ მხარეს იყო, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა”, – ამ განცხადებას, რუსეთის სახმელეთო ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, ვლადიმერ ჩირკინი აკეთებს.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია კრემლს რუსულმა დაზვერვამ მიაწოდა და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც „სამდღიანი ბლიცკრიგის“ წარუმატებლობა გამოიწვია.

ჩირკინმა განცხადების გაკეთებისას, უკმაყოფილება ვერ დაფარა და აღნიშნა, რომ არმიამ „მტერი არასაკმარისად, საკუთარი თავი კი გადაჭარბებულად შეაფასა და ვერ შეძლო კიევის აღება, რის გამოც უკან დახევა მოუხდა”.

banner
წინა სტატიაში“შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს” – განათლების მინისტრი
შემდეგი სტატიაAssociated Press: აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები რუსტემ უმეროვს შეხვდებიან ფლორიდაში