“ვფიქრობ, როგორც ზელენსკის, ასევე პუტინს უნდათ მშვიდობა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ”, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, აპირებს თუ არა აშშ ახალი სანქციების დაწესებას რუსეთისთვის.
ტრამპმა დაამატა, რომ მიმდინარე ომში უამრავიადამიანი იღუპება და ეს უნდა შეჩერდეს:
“ძალიან არ მომწონს, რომ ამ ყველაფერს დიდი დრო მიაქვს. მიმაჩნია, რომ ორივეს უნდა, მშვიდობა გააფორმოს. მართლაც ასე ვფიქრობ. იქ დიდი სიძულვილია, სისხლი, უნდობლობა, მაგრამ ვფოქრობ, ჩვენ მივაღწევთ სამშვიდობო შეთანხმებას, რათა ადამიანები დაღუპვისგან ვიხსნათ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, კიევზე რუსული დარტყმის შემდეგ დღეს ტრამპმა ვლ. პუტინს დარტყმების შეჩერებისკენ მოუწოდა. ტრამპმა დაწერა, რომ კვირაში 5.000 მებრძოლი იღუპება და სამშვიდობო ხელშეკრულების დადება აუცილებელია.
“შეჩერდი, ვლადიმირ!”, – ასე მიმართა მან რუს დიქტატორს სოციალურ ქსელში.