,,ვფიქრობ, სამი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება წინგადადგმული ნაბიჯია”

დარწმუნებული ვარ, რომ საღი აზრი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღებისას იქნება გამოყენებული, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტების კითხვას არჩევნების თარიღის გამოცხადებისა და ფინანსური რესურსის შესახებ.

„მე ვფიქრობ, რომ დაანონსებული სამი თვით ადრე კამპანიის დაწყება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია და საკმარისია, რომ დემოკრატიული კამპანია სრულად განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს არის ორ შტოს შორის კონსულტაციებს მნიშვნელოვანი ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ საღი აზრი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისას იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველო ვალდებულებას სრულად ასრულებს
შემდეგი სტატიასენაკში რესპუბლიკური პარტია მასობრივად დატოვეს