ვფიქრობ, რუსი სპიკერი „ნიუსმეიკერად“ არ უნდა გამოიყენო, ბევრად უკეთესია მხოლოდ უკრაინის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობა – მიხაილო პოდოლიაკი დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე

რუსები ძალიან ხშირად იყენებენ საჯარო განცხადებებს მხოლოდ როგორც სავალდებულო ზეწოლის ელემენტს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რითაც ის რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, რომ ესა თუ ის რუსი სპიკერი „ნიუსმეიკერად“ არ უნდა გამოიყენო. ბევრად უკეთესია მხოლოდ უკრაინული მხარის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობა, იმიტომ, რომ რუსები ძალიან ხშირად იყენებენ საჯარო განცხადებებს მხოლოდ სავალდებულო ზეწოლის ელემენტად. რატომ უნდა აყვეთ მათ თამაშში?” – თქვა პოდოლიაკმა.

რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას მან განაცხადა, რომ უკრაინამ, სტამბოლის რაუნდის ფარგლებში, ოპონენტებს თავისი წინადადებები გადასცა.

„გადავეცით წინადადებები, მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. რუსულმა მხარემ შეისწავლა წინადადებები და გამოთქვა საპირისპირო პოზიციები. ახლა ჩვენი ჯერია შევისწავლოთ, შევადაროთ, გამოვიტანოთ დასკვნები, მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინელ სამხედროებს წვრთნასა და ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ
შემდეგი სტატიაფინეთის პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე დებატები მიმდინარეობს