ვფიქრობ, რომ გამოსვლამ მოიცვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი-კარლ ჰარცელი პრეზიდენტის გამოსვლაზე

სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა იდენტობასა და ამ ქვეყნის მიმართულებაზე, რაც შესანიშნავი საწყისი წერტილია, რომ გაგრძელდეს განხილვები სხვადასხვა მხარეებს შორის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„მე თავმდაბალი დიპლომატი ვარ და არ ვარ სიტყვით გამოსვლების მიმომხილველი.

ვფიქრობ, რომ გამოსვლამ მოიცვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი, მათ შორის, ის აქცენტი, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა იდენტობაზე და ამ ქვეყნის მიმართულებაზე. ვფიქრობ, შესანიშნავი საწყისი წერტილია, რომ გაგრძელდეს განხილვები სხვადასხვა მხარეებს შორის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ეს იყო წყალ-წყალა, შინაარსს მოკლებული გამოსვლა
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით