ვფიქრობ, რომ ეს ოპერაცია გაჭიანურდა – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ არ ელოდა, თუ რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში ამდენხანს გაიწელებოდა. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ლუკაშენკომ თქვა, რომ მოსკოვი, რომელიც უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, იძულებული იყო ემოქმედა, რადგან კიევის მის “პროვოცირებას” ახდენდა.

“საკმარისად არ ვარ ჩაფლული ამ პრობლემაში, რომ ვთქვა, მიდის ის გეგმის მიხედვით, როგორც ამას რუსები ამბობენ, თუ ისეა, როგორც მე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ეს ოპერაცია გაჭიანურდა”, – თქვა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს ევროკავშირში… კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ახლავე – ზელენსკი
შემდეგი სტატიადასავლური იარაღი ხელს ვერ შეუშლის რუსეთს “სპეციალური ოპერაციის” წარმატებით დასრულებაში – პესკოვი