ვფიქრობ, რიგგარეშე სესია სათანადოდ მომზადებული არ იყო, მაგრამ შეიძლებოდა, გამოყენებულიყო ადგილად, სადაც ვისაუბრებდით და მეორე სხდომისთვის საკითხებს მოვამზადებდით – ხვიჩია

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საუბარზე უარს აცხადებს.

მისივე შეფასებით, რიგგარეშე სესია სათანადოდ მომზადებული არ იყო, თუმცა, შეიძლებოდა საუბრის ადგილად და საკითხების მოსამზდებლად გამოყენებულიყო.

„ძალიან ბანალური და მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო. მოგეხსენებათ, ამას წინათაც ასე ქნეს, ხალხი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. ამით „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საუბარზე უარს აცხადებს. მე ამ სხდომის კრიტიკოსიც ვიყავი. მგონია, რომ სათანადოდ მომზადებული არ იყო, მაგრამ რიგგარეშე სესია შეიძლება, გამოყენებულიყო ადგილად, სადაც საუბარს შევძლებდით და მეორე სხდომისთვის რაღაც საკითხებს მოვამზადებდით. „ქართულ ოცნებას“ ამ წუთას ეს არ უნდა, ურჩევნიათ, ერთმანეთთან ჩხუბით დაკავდნენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარეობს კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად
შემდეგი სტატიაჩვენი მიზანია, გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწოდება, აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მომარაგების უსაფრთხოებისთვის – ლაიენი