ფინეთის პრემიერმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დასუსტდა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” აჯანყების შემდეგ. ამ თემაზე მან ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მისვლისას ისაუბრა:
“გასაკვირი იყო ის, რაც მოხდა ერთი კვირის წინ. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ რა ხდება, რა ხდება რუსეთში, მოსკოვში, რა ხდება ბელარუსში ვაგნერთან ერთად”, – თქვა მან.
მისივე თქმით, დაკვირვებაა საჭირო იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება უკრაინაში, უკრაინის საზღვარზე და ომში.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერა “იმდენ ხანს, რამდენის დასჭირდება” და მოწოდება გააჟღერა რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ამავდროულად, ეს არის მკაფიო სიგნალი ბატონი პუტინისთვისაც, რომ ის არ მოიგებს ამ ომს”,- განაცხადა ორპომ.