ვფიქრობ, ოკუპანტები ხერსონისკენ გაიწევენ. ჩვენი მიზანია, რომ კონტრშეტევაზე გადავიდეთ – კიმი

“ვფიქრობ, ოკუპანტები ხერსონისკენ გაიწევენ. ჩვენი მიზანია, რომ კონტრშეტევაზე გადავიდეთ” – ამის შესახებ მიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი საუბრობს.

დღეს სროლები ისევ განახლდა. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით რა ვითარებაა იმ ადგილებში, რომლებიც დაიბომბა, რადგან ეს ფრონტის ხაზია. სროლების ინტენსივობა შედარებით ნაკლები იყო ვიდრე გასული დღეების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ხერსონისკენ გაიწევენ. ჩვენი მიზანია, კონტრშეტევაზე გადავიდეთ.

ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერს სერიოზული ზიანი მიაყენა. მძიმე ვითარებაა ხერსონში, სადაც მტერი პოზიციების გამაგრებას ცდილობს. თუმცა იქ შექმნილია პარტიზანული ჯგუფი, რომელიც რუსებს მედგრად ებრძვის. ვიცით, რომ პარტიზანებმა უკვე 80-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს, – ამბობს კიმი.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, ისანში 3 ადამიანი დაჭრეს
შემდეგი სტატიამარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში 600-ზე მეტი დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი