ვფიქრობ, ბოლოს, ეს კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება – ლოიდ ოსტინი რუსეთ-უკრაინის ომზე

„ჩემი აზრით, საბოლოოდ, ეს კონფლიქტი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება, თუმცა როდის დადგება ეს მომენტი, რთული სათქმელია“ – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ავიაბაზაზე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის გზით, სწრაფად შეუძლია ომის შეწყვეტა.

„მე მჯერა, რომ ეს ომი შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს, თუ პუტინი გადაწყვეტს ჯარების გაყვანას უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მე ვამბობ, რომ ეს პუტინმა დაიწყო და პუტინს შეუძლია ძალიან სწრაფად დაასრულოს, თუ მიიღებს მარტივ და სწორ გადაწყვეტილებას – გააუქმებს იმას, რაც გააკეთა. ჩემი აზრით, საბოლოოდ, ეს კონფლიქტი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება, თუმცა როდის დადგება ეს მომენტი, რთული სათქმელია“, – ამბობს ოსტინი.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი: კობახიძე აბსოლუტურად მართალია, როცა ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს
შემდეგი სტატიასერგო ჩიხლაძე – ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს „ოცნების“ ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული