ეს არ არის რაღაც ოფიციალური, კანონით დადგენილი ნორმა, მაგრამ… არსებობენ ადამიანები, ვინც პარლამენტის წევრები იქნებიან, პროპორციული სისტემით შემოვლენ და პასუხისმგებელი იქნებიან ყველაფერზე ისევე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ დელეგატებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
ვოსლკი ირწმუნება, რომ დელეგატები იმ ნიშნით შეარჩიეს, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატები ხასიათდებოდნენ.
ეს არ არის რაღაც ოფიციალური, კანონით დადგენილი ნორმა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ჩვენ დავასახელეთ იმ ნიშნით, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატები ხასიათდებოდნენ კონკრეტული რაიონის მიმართ პასუხისმგებელი დეპუტატები. რაიონების, მოსახლეობის ხმა პარლამენტში. მიუხედავად, პროპორციული არჩევნებისა, ეს სისტემა არ გაუქმდება ჩვენს სინამდვილეში ”ქართული ოცნების” მიერ. თუ კი იქნება სხვა მიდგომა ოპოზიციაში, ესეც რა საკვირველია თვის შეფასებას დაიმსახურებს”, – ამბობს ვოლსკი.
“ევროპელი სოციალისტების” ლიდერის, ფრიდონ ინჯიას შვილი, ილია ინჯია “ქართული ოცნების” გამსვლელ სიაშია – ილია ინჯიასთან ერთად, სიაში მოხვდა გორის მოქმედი მერი – ლადო ხინჩიგაშვილი.
პრემიერის ცნობით, „ქართული ოცნება“ დელეგატებს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში წარადგენს.
დელეგატების სია ასე გამოიყურება:
კახეთიდავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
ირაკლი ქადაგიშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ.
რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს ირაკლი შატაკიშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი.
მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი
რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი, ბატონი დავით შერაზადიშვილი
ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი ანტონ ობოლაშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი.
ახალქალაქი-ნინოწმინდა- მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი.
მცხეთა-მთიანეთში ბატონი დიმიტრი ხუნდაძე იქნება დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში.
გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი, ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატად.
ხაშური-ქარელი- მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე
ქუთაისში, ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე
წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი.
ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან.
ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია
მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი.
გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ბატონი ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ბატონი გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი.
ბათუმში არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“, რომელიც არის „ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი.
ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, ბატონი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.
ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი.
ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.
ირაკლი კობახიძის თანახმად, ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე.
რაც შეეხება თბილისს, პრემიერის თქმით, 8 დელეგატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.