ვორონცოვზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ვორონცოვზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა კიდურში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი – როდესაც ყადაღას ადებენ, პროკურატურამ ხომ უნდა თქვას, ვინ არის დაზარალებული – ისევ ხაზარაძე? ხაზარაძეს ხაზარაძის სასარგებლოდ აყადაღებენ?
შემდეგი სტატია,, სულ უფრო მცირდება „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს შორის სხვაობა – ბარემ გაერთიანდნენ”