ვოლსკის შეფასებით ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების თემისგან პოლიტიკური სკანდალს ქმნის

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა სავარაუდოდ 27 აპრილის საპარლამენტო სხდომაზე მოხდება.
საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ორი ინიციატივაა შესული, ერთი ოპოზიციის , მეორე კი მმართველი გუნდის მხრიდან. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ სისტემის შესაცვლელად კონსენსუსი არსებობს, თუცა მხოლოდ შემდეგი არჩევნებიდან.

„ვფიქრობ, რომ 2016 წლის მერე უპრიანი იქნება ამ თემაზე საუბარი. მაჟორიტარულ თემასთან დაკავშირებული საკითხები რაღაც პოლიტიკური სკანდალის შექმნის მცდელობის ფონზე მიმდინარეობს, უამრავი პოლიტიკური სპეკულაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით. განვითარებულ დემოკრატიებში, არსად უარი არ უთქვამთ მაჟორიტარულ სისტემაზე,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეთანხმების შემთხვევაში, რესპუბლიკელები მზად არიან, სისტემის შეცვლის ოპოზიციურ მოდელსაც დათანხმდნენ.

უმრავლესობის პროექტს მხარს თავისუფალი დემოკრატებიც დაუჭერენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ინიციატივა ჩავარდება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზური მხარე ჩერნოგორიის ინციდენტის გამო გალის შეხვედრების დაბლოკვით იმუქრება
შემდეგი სტატიაორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსის მძღოლებმა გადაკეტეს