ვოლსკის შეფასებით, ბესელიას მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, კანონპროექტმა კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს.

გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს გუნდიდან წასვლა უნდა და ამას აპირებს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება და ეს გუნდს პრობლემას ვერ შეუქმნის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია კი ამბობს, რომ კანონპროექტის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვა აუცილებელია, რის გამოც დეპუტატმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენი ვალია, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე ვიზრუნოთ
შემდეგი სტატია,,უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობით შესაძლოა, სახელისუფლო შტოებს შორის განაწილების პრინციპი დაირღვეს”