ვოლსკი: ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს

ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯაფარიძე დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება.

ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების დასრულების დღიდან გვიჩივის, რომ დეპუტატის მანდატი არ უწყდება და ახლა ამბობს, გავედიო. ერთხელ მოვიდა და ისიც, ვერაფერი ღირებული თქვა პლენარულ სხდომაზე. დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა
შემდეგი სტატიავოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ახლა თუ მოაწერს ხელს, ეს იქნება სიყალბის პიკი