ვფიქრობ, რომ სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო, რადგან რადიკალური ოპოზიცია რიხიანად ამტკიცებდა, რომ არავითარი საშიშროება არ არსებობდა რევოლუციის, გადატრიალების და ლევან ხაბეიშვილმა ისიც თქვა, ლოგინში გადატრიალდნენ მავანნიო, თუმცა, ფაქტები ვიხილეთ, რასაც სხვა მხრივ ვერ განიხილავ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციის რიგებში ის განცდაც არის, რომ შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს.
„დაგეგმილია საზოგადოების დაპირისპირება სახელმწიფო სტრუქტურებთან იმ მეთოდებით, რაც ამ კონკრეტულ ორგანიზაციას რეალიზებული ჰქონდა. ზედმიწევნით ჩამოთვლილია ის მეთოდები, რასაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა. კარგად გახსოვთ, სააკაშვილის არაერთი განცხადება, სადაც იყო ქართველი ხალხის დედის გინება და სისხლისღვრის აუცილებლობა ჩვეულებრივ თემად იყო წარმოჩენილი. ეს უკვე დამაგვირგვინებელია, რასაც ვუყურებთ. მგონი, ოპოზიციის რიგებში ის განცდაც არის, შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.