ვოლსკი- წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა

“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, საკუთარი გადმოსახედიდან, დალაგებული და გეგმაზომიერი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ძალები. დღეს, რასაკვირველია, მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება და არავის არ უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი.

რაღაც ერთი პერიოდი თითქოს ჩრდილში გადაიყვანეს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თავისი ელექტორალური რესურსი წინ წამოეწიათ და ჩამოშორებოდნენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო. დღეს უკვე მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე და რასაკვირველია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჭიათურაში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშაქარას სტადიონი – “საბურთალომ” აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიანიჭა