პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ იმ ფოტოსურათს (ქარდს) გამოეხმაურა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით ბიძინა ივანიშვილია გამოსახული.
ბიძინა ივანიშვილს არასოდეს გაუტოლებია საკუთარი თავი არავისთვის. […] ეს ქარდი რას ნიშნავს, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, ვინაიდან ეს არანაირად არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც არსებობს ჩვენს გუნდში და გინდა, ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას. […] ტროლობით არ არის „ქართული ოცნება“ დაკავებული“,_ განაცხადა ვოლსკიმ ტვ პირველთან.
ინფორმაციისთვის, “სამართლიანმა არჩევნებმა ტელე “იმედის” გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელთან დაკავშირებულ ქარდზე, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული, ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი გამოავლინა.

















