ვოლსკი – თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის

თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად ინკლუზიური პროცესი უნდა დაიწყოს.

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციისთვის შერიგების ხაზი სააკაშვილის გათავისუფლებაზე და რიგგარეშე არჩევნებზე გადის.

„არასდროს არ გვითქვამს უარი ისეთ საკითხზე, რასაც ჰქვია თანამშრომლობა, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის, რომ შერიგების ხაზი უნდა გადიოდეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, დანაშაულის პატიებაზე, ისე რომ თვითონ არ აღიაროს, რიგგარეშე არჩევნებზე, გადადგომაზე და ხელისუფლებაში მათ მოსვლაზე. ამ საკითხზე უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ პათოსი ეგ არის – დესტაბილიზაცია, რევოლუცია, დახსნა და ა.შ. ამას არ გავაკეთებთ, თუ შევრიგდებით – ეს არის ულტიმატუმი. რაც შეეხება თანამშრომლობის ასპექტებს ნებისმიერ თემაზე, ეს იქნება საარჩევნო თემასთან დაკავშირებით, კონსტიტუციასთან, ვალდებულებიც ვართ იმ მანდატიდან გამომდინარე, რაც ამომრჩეველმა მოგვცა,”- განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიორ სიტყვას ვცემ ყველაზე მეტ დიდ პატივს, წიგნიც მაქვს, “მადლობ, ბოდიში” – ლადო კახაძე
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი: „იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“