ვოლსკი – სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ დანაშაულების მემილიონედია, რაც ციხეებში „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს გლდანის ციხე საკონცენტრაციო ბანაკად იყო გადაქცეული, რასაც უამრავი ადამიანი დაადასტურებს. ის აფორიაქება, სიტყვიერი შეურაცხყოფა არის მემილიონედი იმ დანაშაულების, რაც ციხეებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ გადაყვანა შეთანხმებული იყო და შემდეგ მოიგონა, რომ შეთანხმება არ შემდგარა. პროვოკაციისთვის, რისი ექსპერტიც სააკაშვილია, ჯერ დათანხმდე, ხოლო შემდეგ თანხმობა გამოიყენო, რათა დაძაბულობის ახალი კერა შექმნა. დღემდე მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი კამერიდან გაყვანა მოიგონა, რადგან ჯერ თქვა, გაიყვანეს და შემდეგ ამბავი ატეხა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება – ვაჟა გაფრინდაშვილი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის საკითხზე იმსჯელა