ვოლსკი: შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდება არის ნორმალური მოცემულობა და ის, რაც უნდა გაეკეთებინა სტრასბურგის სასამართლოს

იმის მტკიცება, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რაღაც დღესასწაულს განაპირობებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა ეს სასარჩელო მოთხოვნა გაზიარებული არ იქნა, რაც ნორმალურია.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერანაირ ინტერპრეტაციას ვე გავუკეთებ. ევროპულ სასამართლოს მოკლე დროში სიღრმისეული ანალიზი არ ჰქონია და სწორედ ამიტომ, მხარეებისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა. მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, რაც არის სარჩელის მთავარი არგუმენტი, რომელიც მიღებული და გაზიარებული არ იქნა, რაც ნორმალურია, თუმცა არ მგონია, რომელიმე მოდავე მხარეს ამის ექსპლუატაცია შეუძლია იმ რაკურსით, როგორც ჩვენმა ოპონენტებმა წარმოადგინეს, რომ ეს არის მათი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში.

რაც შეეხება მოწოდებას იმის თაობაზე, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, რა საკვირველია, ეს არის ნორმალური მოცემულობა და ის, რაც უნდა გაეკეთებინა სტრასბურგის სასამართლოს. მისი მოწოდება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომ სააკაშვილზე ზრუნვა გამოიჩინონ, ჩვეულებრივი ამბავია. იმის მტკიცება, რომ სტრასბურგის სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რაღაც დღესასწაულს განაპირობებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში, ეს ასე არ არის, სტრასბურგის სასამართლოს პრაგმატული გადაწყვეტილება მოქმედებს იმაზე, რომ საჩივარი ამ ეტაპზე არ იყო მიღებული მხედველობაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

წინა სტატიაშინათელაშვილი კადრებზე: ისეთი ფსიქოლოგიური დარტმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას მთელს მსოფლიოში, რასაც მტრის მიერ მთელი ქვეყნის ოკუპაციაც კი ვერ გამოიწვევდა
შემდეგი სტატიაუკრაინის სახალხო დამცველი: ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას