ვოლსკი: სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და აკეთებდეს ობიექტურ დასკვნას

პარლამენტს პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტურ დასკვნებს აკეთებდეს.

გია ვოლსკი გამოეხმაურა ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა“.


„ასეთი განცხადების ანალიზი არის ძალიან მძიმე, ჩემი მხრიდან მძიმედ შესაფასებელი, ვინაიდან, რეფორმა, რომელიც ნებისმიერი მიმართულებით ჩატარდა, სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. რა რეკომენდაციებიც იყო დარჩენილი, ისიც ბოლომდეა მიყვანილი. სწორედ ჩართულობაზე უარის თქმა განაპირობებს შემდგომ დაპირისპირებებს, პოლიტიკურ პლატფორმებს შორის ანტაგონიზმის გაღრმავებას. სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტური დასკვნების გამკეთებელი. ვერანაირ დასკვნას ის ვერ გააკეთებს, თუ თავად არ მოუსმინა მოსამართლეობის კანდიდატებს, არ გამოიტანა დასკვნა, რამდენად მიკერძოებული იყო იუსტიციის საბჭო ამ კანიდატურების წარმოდგენაში, რამდენად შეესაბამება რეალობას იმის მტკიცება, რომ სასამართლო ორგანოში მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღება. ამის შემდეგ კომპეტენტური დასკვნის საშუალება ექნებოდა. დღეს კი, ეს პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებული განცხადებაა“
, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა
შემდეგი სტატიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია