ვოლსკი: საკანონმდებლო თვალსაზრისით გაკეთდა ყველაფერი, რათა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა ყოფილიყო გამჭვირვალე

ფაქტია, რომ სახელმწიფოს სჭირდება მოსამართლეები და მათ შესაფასებლად მათთან გასაუბრებაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო თვალსაზრისით გაკეთდა ყველაფერი, რათა კანდიდატების შერჩევა ყოფილიყო გამჭვირვალე და მაღალ საერთაშორისო სტანდარტს დაქვემდებარებული.

„თუ ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებ, გარკვეული პოლიტიკური მიზნები გაგაჩნია. თუ პრეტენზია გაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, ან ლაპარაკობ „კლანზე“, ნეპოტიზმზე, კეთილი უნდა ინებო და დაამტკიცო, საზოგადოებას უნდა დაუმტკიცო, რომ წარმოდგენილი კანდიდატურა არის უღირსი. როცა ამის მიმართ პოზიცია არ გაქვს და არ გინდა, ჩაერთო დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, გაყალბდა თუ არა არჩევნები, ეს იმას მიუთითებს, რომ შენი პოლიტიკური ამოცანა სულ სხვა მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: წარმოუდგენელი იყო, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი ორგანიზებული შეტევა იქნებოდა
შემდეგი სტატიავოლსკი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე: ეს არის პოლიტიკური გზავნილი ყველასთვის, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ქვეყნისთვის