ვოლსკი – საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო

საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო, იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო საზოგადოება ასეთი გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ასპექტი არ არის.

“თუმცა არის ერთი საკითხი – ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფუნქციის ერთ უწყებაში გაერთიანება, იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო და აბსურდად მიიჩნევდნენ, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის პრინციპული პოზიცია იყო. ეს პიროვნება გიორგი გახარია იყო, ვინც მაინც ასე გადაწყვიტა, იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო საზოგადოება ორი ფუნქციის ერთ სტრუქტურაში გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგი გამოდიოდა. სამართლებრივ ნაწილში პარლამენტმა აბსოლუტურად გამართული გადაწყვეტილება მიიღო. ვადევნოთ თვალი თუ როგორ იმოქმედებს ერთი თუ მეორე უწყება მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი – იმედი მაქვს რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
შემდეგი სტატიადღესავით ნათელია, რა გააკეთა მმართველმა ბანდამ – სააკაშვილი გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეზე