ვოლსკი – სააკაშვილის მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ, რომ საზღვარი გადმოკვეთა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ, რომ საზღვარი გადმოკვეთა, რადგან ვარიანტია, რომ რუსეთს შეეწყო ხელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს და არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი.

„მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ იმას, რომ საზღვარი გადმოკვეთა, ჩუმად შემოიპარა საქართველოში კანონდარღვევით. ვარიანტია, რომ რუსეთს შეეწყო ხელი, შეიძლება, გადმოეკვეთა ე.წ. საზღვარი ჯერ აფხაზეთის და მათივე დახმარებით, შემდეგ შემოპარულიყო. ბევრი სხვა ვარიანტიც შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და ასეთი რამ თუ მოხდა და ასეთი პოლიტიკური პოზიცია „ნაცმოძრაობას“ აქვს, რომ მათი ლიდერი აქ იმყოფება, მან კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და შემოიჭრა საქართველოში უკანონო გზით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სხვა განცხადება მშვიდობიანი გზით არჩევნების ჩატარების თაობაზე, ტყუილი ყოფილა.

„ფეიკს“ თუ ავრცელებს სააკაშვილი, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ იმიჯს და თუ ეს მართლა ბათუმშია გადაღებული, ესეც სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ იმიჯს. ორივე შემთხვევაში, რთულ ვითარებაში ვარდება „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყნის იმიჯზე ვინ ფიქრობს, მაგრამ ქვეყნის იმიჯსაც უზარმაზარ დარტყმას აყენებს ქმედებები, რასაც სჩადიან, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მას უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს და არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – საზოგადოება დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რადგან გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება, მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა