ვოლსკი – სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკური თამაშია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკური თამაშია.

„პოლიტიკური თამაშია, სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაზარალებულია. ათასობით ოჯახია, რომელიც დაზარალებულია და ვინც სტრასბურგამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ვინც მიაღწია, უამრავმა ადამიანმა, მათ შორის გირგვლიანის თემაზე, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტით დადასტურებულია, რომ სააკაშვილი არა მარტო დამნაშავეა კონკრეტულ „ქეისებთან“ მიმართებით, არამედ წლების განმავლობაში საქართველოში შექმნა ატმოსფერო, როდესაც სადისტური მმართველობა იყო ტრენდი, ჩვეულებრივი მოვლენა, რომელსაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა 2012 წლის არჩევნებით უპასუხა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – პანდემიას ქვეყანა ვაქცინაციით უნდა ებრძოლოს, რომელიც ქვეყანას საკმარისი რაოდენობით არ აქვს
შემდეგი სტატიაგაბუნია – მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი