ვოლსკი – სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ყველა მაჩვენებლის შესახებ განცხადებები რასაკვირველია, ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დადებითად შეაფასა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დღევანდელი განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს.

მისივე თქმით, მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულება მრავალფუნქციური მაღალი დონის ორგანიზაციაა.

„ეს თემა ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთი ჯანმრთელობის თემაა, მეორე კი ის გეგმები, რაც სააკაშვილმა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს უკარნახა, რომ „გამომიხსენით“. რასაკვირველია, ოპოზიციაც ამას აკეთებს, ყოველდღიურად ამის შესახებ აცხადებს და მოქმედებებიც ზუსტად ისეთი აქვს, რა ინსტრუქციაც მიიღეს.

რაც შეეხება ჯანმრთელობის საკითხს, რასაკვირველია, ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს განცხადებები მისი ჯანმრთელობისა და ყველა მაჩვენებლის შესახებ. რაც მთავარია, მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულება მრავალფუნქციური მაღალი დონის ორგანიზაციაა, რომელსაც ემსახურება ექიმთა, სპეციალისტთა ბრიგადა და არა პატიმრები, სანიტრები, რასაც აცხადებენ ჩვენი ოპონენტები. რის მკვლელობა და რომელი ჯანმრთელობის გაუარესება, არარეალურია და ეს ხალხსაც კარგად ესმის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილი უზრუნვეყოფილია, როგორც სამედიცინო სერვისის, ასევე უსაფრთხოების კუთხით
შემდეგი სტატიააიმაღლეთ ხმა უკანონობისა და პუტინისტური მმართველობის წინააღმდეგ საქართველოში – სააკაშვილის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას