ვოლსკი: სააკაშვილი ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ დურაკია

“სააკაშვილი ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ დურაკია, კასანდრაა”, – ასე გია ვოლსკიმ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა.

“ქართველ სამხედროებს არ ემუქრებათ არანაირი სამართლებრივი დევნა, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა და თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთება გვაქვს, რომ შემოჭრას ხელი სააკაშვილმა შეუწყო.

კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ჩვენი სახელმწიფო საშიშროების წინაშე იდგა. ამბობს, კასანდრა არ ვარო, მაგრამ მომავალს ხედავს. მომავლის ისეთი ხედვა სააკაშვილს რომ აქვს, იმ პერიოდში რომ ჰქონოდა, როცა რუსეთს ხელს უწყობდა თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, უკეთესი იქნებოდა. ან კასანდრაა და რუსეთს განგებ შეუწყო ხელი, ან ცრუპენტელაა. მის საქართველოში ჩამოსვლაზე კი, გვირაბის გათხრა მახსენდება”.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიებას ხელი საქართველოს მთავრობამ შეუშალა.

მან ბიძინა ივანიშვილი ასევე დაადანაშაულა მოწმეების მოსყიდვაში, რომლებიც, მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს აძლევენ.

სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა:

“მოვიდა მთავრობა, რომელმაც ხელოვნური აბორტი მოახდინა ამ საქმის, გააგდო საქმე გარეთ და თქვა, ჩვენ ვეღარ ვიძიებთ, გამოიძიოს ჰააგამ და დააკავოს ჰააგამ.

ამის შემდეგ რუსეთმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ეს გამოაცხადა, თქვა, რომ წყვეტს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან და შეუთვალა არაფორმალურად ჰააგის სასამართლოს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდებით, რაც თქვენ ქართველებს გაამტყუნებთ. ხდებოდა ჩვენი მოქმედი და ყოფილი სამხედროების დამუშავება, რომ მათ მიეცათ ისეთი ჩვენება, სადაც საქართველო იქნებოდა დაკავშირებული ….

არ ვიცი, მისცეს თუ არა ასეთი ჩვენება. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მთავარი დაბრკოლება ვარ მე, რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ვარ მე. თუმცა, ჩემს განეიტრალებას პირდაპირ შეძლებენ თუ სამხედროებისთვის ბრალის წაყენებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, მე მზად ვიყავი, ნებისმიერი ჩვენება მიმეცა.

ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, ივანიშვილმა გადაიხადა ფული ცრუ ჩვენებებზე, დარწმუნებული ვარ ამაში”, – თქვა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო „ვარდების რევოლუციის“, ასეთ მარაზმამდე დაეცა
შემდეგი სტატიააჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ – არხის თანამშრომლები სარედაქციო პოლიტიკის დაცვას ითხოვენ