ვოლსკი – რთულია იმ მდგომარეობაში მოლაპარაკება, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული
სხვა სტატიები
- ცოტნე გამსახურდია: ძალიან მალე, რამდენიმე წელიც აღარ დასჭირდება, სრულად გამოაშკარავდება მთელი ის სიბინძურე, რაც…
- ივანიშვილი და შალელაშვილი ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკებს აყაჩაღებენ – ნათელაშვილი FBI-ის მიმართავს
- Edison Research-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 79%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს აზრი აქვს.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, რთულია იმ მდგომარეობაში მოლაპარაკება, როდესაც ერთ მხარეს ხისტი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ აქვს დაანონსებული, თუმცა მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომაც აქვს აზრი, რომ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს.
„მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ რასაკვირველია, რთულია იმ მდგომარეობაში მოლაპარაკება, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული და ხისტი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ უკვე დაანონსებული. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომაც აქვს აზრი, რომ საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ვინ, რა პოზიციაზე დგას“ ,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით უშედეგოდ დასრულდა. უცნობია თარიღი, როდის შედგება დიალოგის შემდეგი რაუნდი. მხარეები მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობისთვის მზაობას აცხადებენ.