ვოლსკი: რეგლამენტის მიხედვით, ამას ბოიკოტი ჰქვია, მაგრამ ისე საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ

რეგლამენტის მიხედვით, ამას ბოიკოტი ჰქვია, მაგრამ ისე საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ , – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ბოიკოტს.

“რეალურად ისეთი თემების განხილვას ვიწყებთ, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოების კონცენფცია, თავდაცვის საკითხთა კოდექსი, კიბერუსაფრთხოების თემა, ფერმერების დახმარება და ა.შ. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა თემებია, რაშიც ისედაც არ იღებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მონაწილეობას. იმედია, სხვა ოპოზიციური პარტიები იქნებიან აქტიურად ჩართულები.

ოპოზიცია გარკვეულწილად, სააკაშვილის პირადი ექიმის პირითაც ლაპარაკობს, რომ ჯერ პრობლემები მოხსნილი არ არის და ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩართულობაა მნიშვნელოვანი. პროფესიონალური კუთხით უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, მაგრამ ამას პოლიტიკური მდგენელიც აქვს. არა მარტო პოლიტიკური მდგენელი, არამედ ის სტრატეგია, რაც დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას, სააკაშვილის ძალისმიერ გამოხსნას ითვალისწინებს. ამის რესურსი არ არსებობს, სახელმწიფო ფეხზე მყარად დგას, მაგრამ ამ თემაზე დაპირისპირების შექმნამ შეძლება ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას,”- განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშილიზა იასკო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: შედარებით უკეთესად გამოიყურება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ადვოკატები შევიდნენ