ვოლსკი: რეალურად, შერიგების თემაზე საუბარი იმდენად უზნეოდ გულუბრყვილოა, რომ საკმაოდ მზაკვრულია და არ არის ასეთი ადვილი ეს თემა

რეალურად, შერიგების თემაზე საუბარი იმდენად უზნეოდ გულუბრყვილოა, რომ საკმაოდ მზაკვრულია და არ არის ასეთი ადვილი ეს თემა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობასთან“ შერიგების თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი არც შემრიგებლები არიან და, ამასთან, მათი დანაშაულის ხარისხი და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც სხვაა.

„მსგავსი მოხდა რამდენიმე ქვეყანაში: ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა და კიდევ არის მაგალითები, რომელზეც მეცნიერები მუშაობდნენ, რომ კონკრეტული ქვეყნის განვითარება შერიგებამ განაპირობა, მაგრამ ესენი არც შემრიგებლები არიან და მეორეც, დანაშაულის ხარისხია სხვა. ადამიანების მიმართ დამოკიდებულების თემაა, რომელიც შენი ამომრჩეველია. შენ იმიტომ აგირჩია, რომ ქვეყანა მართო და კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული პოზიცია გქონდეს. შენ მათ ეუბნები, რომ თქვენ კი ამირჩიეთ, მაგრამ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მივდივარ ამ ნაბიჯზე. ასევე, არავითარი შემრიგებლები და კონსტრუქციულები! გამორიცხულია ეს ვარიანტი. მით უმეტეს, სააკაშვილის ხელმძღვანელობით. რაზეა საუბარი! ეს არის ადამიანი, რომელიც შეპყრობილია. კაცმა თქვა, დავით აღმაშენებელი ვარო“, – დასძინა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: არის პრემიერმინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც უნდა დავიცვათ
შემდეგი სტატიახაზარაძე: “ვერაფერს მიაღწევენ! ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც”