ვოლსკი – „ქართული ოცნების“ ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდეს

„ქართული ოცნების“ ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდეს. ასევე სხვა ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყანაში მათი მმართველობისას ასეთი სადისტური მმართველობა ჩამოაყალიბეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო დესტაბილიზაციას არ დაუშვებს, თუ ჩამოვიდა. ახალი კონტურები გამოიკვეთა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ცხოვრებაში, როცა ნიკა მელია სააკაშვილს ამუნათებს, რომ მის ადგილზე საქართველოში აქამდე ჩამოვიდოდა, თუმცა ეს მისი საქმეა. თავის მხრივ, სააკაშვილმა მის გუნდს მიუთითა, რომ ხელი უნდა გაანძრიონ და ისიც ჩამოვა. ორივე შემთხვევაში გარემოება ისეთია, რომ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა მათ არ აქვთ. რეალურად, მათი გეგმაა დესტაბილიზაცია. სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლაზე ხაზგასმაა ლიდერობაზე, რომელიც მელიამ ეჭვქეშ დააყენა და მეორე მხრივ, მისი მხრიდან შეგულიანება ხდება იმ მოწოდების, რომ ხელი გაანძრიონ, ანუ დესტაბილიზაცია უზრუნველყონ და შემდეგ ჩამოვა. ახალი საარჩევნო რეფორმით არჩევნების გაყალბების პერსპექტივა არ არსებობს. ეს არის მოწოდება – არჩევნები მშვიდად არ ჩატარდეს, ასევე დესტაბილიზაცია შეიქმნას, რამაც მის ჩამოსვლას წინაპირობა უნდა შეუქმნას. მიხეილ სააკაშვილმა ფინანსური დანაშაულები „პიჯაკების საქმედ“ მონათლა. არამიზნობრივი ხარჯები საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს მოიცავს და ეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში გახდებოდა ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

banner
წინა სტატიაშიგაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში “გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში”
შემდეგი სტატიადოლიძე: სააკაშვილს რჩევას ვერ მივცემ, მან უკეთესად იცის, რასაც აკეთებს