ვოლსკი: პირველად ვხედავ, მიტინგს აწყობენ, ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის და არა საქართველოსო

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს”. –ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი დავით გარეჯის თემაზე საუბრისას. მისივე თქმით, სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს უნდა იცავდეს და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის.

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება სწორედ გამოწვეულია იმისაგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის თავს და უნდა იცავდეს საკუთარ ინტერესებს და არა კონკრეტული რომელიმე ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს.

ეს არის აქსიომა და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ამ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ და შესაძლოა, მათ განსასჯელის სკამიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ. ეს არის სამწუხარო ამბავი და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებას”. – ამბობს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე – დავით გარეჯის საქმე არის საქართველოს შიდა საკითხი, ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება
შემდეგი სტატიაკოვიდ-19 დაუდასტურდა ბრალდებულ პირს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არ ყოფილა