ვოლსკი – ოპოზიცია სააკაშვილის საქმეს „პიჯაკების საქმეს“ არქმევს, თუმცა პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებში და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გრიფით „საიდუმლოთი“ გაწეულია ხარჯები, რომელიც არ შეესაბამება არანაირ კრიტერიუმს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიცია ამ საქმეს „პიჯაკების საქმეს“ არქმევს, თუმცა პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებში და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე, ვიდრე პიჯაკის.

„ამ ყველაფერზე სარკასტული საუბარი არ ღირს, მაგრამ ყველა ხარჯი დევს, საზოგადოებამ ამის თაობაზე იცის და სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. საფრანგეთის ყოფილ პრემიერს მეუღლისთვის დახარჯულ 300 ათასს ევროს გამო ხუთი წელი მიუსაჯეს. მთავარია პრინციპი და ამ პრინციპზე სააკაშვილის პოზიცია საკმაოდ სუსტია. ჩვენი გადასახადების გადახდა მასაჟისტისთვის, რომელიც მასაჟს კბილებით აკეთებს ან შიშველი ქალი, რომელიც თავის სხეულით ხატავს, ეს არის ხარჯები, რომელიც არ შეიძლება, სადავო იყოს. 150 ათასი არის ნიკა ყიფშიძის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ა.შ. ბევრი ხარჯია, რომელიც არანაირ კრიტერიუმს არ შეესაბამება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს სხდომის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატია“პიჯაკების აქეთ-იქით ტარებას 9 მილიონი აანაზღაურეთ”- პროკურორი ადვოკატებს