ვოლსკი ნიკა მელიაზე – დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, რაც თქვა

ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, რაც თქვა, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება, ადამიანი, რომლის პარტიამ არა თუ ძალადობა, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას, საქართველოს უახლესი ისტორიის გარკვეულ პერიოდში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ გუშინ გამართული დებატების დატოვებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, დებატებზე „სურათი კარგად დაიხატა“ და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდა.

„ზოგადად დებატები კარგი პრაქტიკაა, ყველა პოლიტიკური სპექტრი იყო წარმოდგენილი და ყველას გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქალაქში და ქვეყანაში ერთად უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. რაც არ უნდა მწვავე იყოს დებატები, მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. არ შეიძლება, რომ ძალადობაზე საუბრობდეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ცნობილია არა თუ ძალადობით, არამედ სადიზმით რომელიც, ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს ახასიათებს.ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით რაც თქვა, რომ თითქოს და ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება, ადამიანი, რომლის პარტიამ არათუ ძალადობა, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას საქართველოს უახლესი ისტორიის გარკვეულ პერიოდში.

დებატები საინტერესო იყო ნამდვილად, ბევრი კანდიდატი იყო, ესეც აღსანიშნავია, თუმცა სურათი მთლიანობაში კარგად დაიხატა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში21 სექტემბერს ვაქცინა 13 962 პირმა გაიკეთა
შემდეგი სტატიასილვიუ დომენტე – მართალია, საქართველოში მეტ-ნაკლებად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი