25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ვოლსკი: ნიკა გილაურის რესურსი მნიშვნელოვნად არის შეზღუდული იმ ინსტრუქციით, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას ნიკა გილაურის, როგორც „დესტრუქციული მოძრაობის“ ლიდერის წარმოჩენა სურს, თუმცა მისი პოლიტიკური რესურსი შეზღუდულია.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის გეგმები მხოლოდ რევოლუციასა და დესტაბილიზაციას უკავშირდება, ამ შემადგენლობაში ყოფნა კი ნებისმიერს „მოწამლავს“.

„ყოფილმა პრეზიდენტმა არ გაამართლა არც თავისი მოქმედებით, არც საუბრის მანერით და არც ხედვებით. რასაკვირველია, მოღალატეები არავის უყვარს. ერთი პერიოდი, ნიკა გილაურსაც არ სწყალობდა სააკაშვილი. რამდენად გამოადგება ნიკა გილაური თავისი იერსახით და მოგონილი ინტელექტით ოპოზიციას, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი რესურსიც მნიშვნელოვნად არის შეზღუდული იმ ინსტრუქციით, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია. დესტაბილიზაცია, რევოლუცია, ხელისუფლების ძალით შეცვლა და მშვიდობიანი დამხობა – ამ თემების გარდა, არავისგან არაფერი გაგვიგია. გილაურიც ამ კონტექსტში უნდათ, რომ ჩაწერონ და წარმატება ნაკლებად ექნებათ. ესენი საქართველოს ცეცხლიან მომავალს უქადიან და ნიკა გილაურიც ამ შემადგენლობაში განიხილება. შემადგენლობა მოწამლავს ნებისმიერს, ნიკა გილაური იქნება, თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმათიკაშვილი: დიდი იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ველიდან გააქრობს
შემდეგი სტატიაIPI საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკულ მედიაზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს