ვოლსკი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე – ამ აქციების ორგანიზატორებს კონსენსუსამდე მისვლის დიდი სურვილი არ გააჩნიათ

ერთ მხარეს დარჩა გადაკეტვების, სახელმწიფო უწყებების თუ გზების პარალიზების სტრატეგია და მეორე მხარეს არის კვლავ ძალაში არსებული შეთავაზება, რომ არგუმენტირებულად იქნეს განხილული, ექსპერტების მონაწილეობით, „ნამახვანჰესის“ საკითხი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს კონსენსუსამდე მისვლის სურვილი არ გაააჩნიათ.

„სამწუხაროა, რომ ამ თემას არ გამოეხმაურნენ, რაც დამატებით რესურსი იყო კონსენსუსამდე მისვლის, მაგრამ კონსენსუსამდე მისვლის დიდი სურვილი ამ აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ და არსებობს ძალიან მტკიცე პოზიცია – გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, დაისაჯოს ესა თუ ის ოფიციალური პირი და მოხეეს დედაქალაქის პარალიზება, ეს არის ის სურათი, რაც დღეს შეიქმნა,”- განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე ამნისტიაზე – ქრისტეც კი არ უშვებს, რომ თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს, დავიწყებული და მიტევებული იყოს
შემდეგი სტატიაგოლეთიანი – მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს მივიდნენ არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან