ვოლსკი – “ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ არ ჩამოყალიბდნენ როგორც „ზონდერ ჯგუფი“

“ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნონ და არ ჩამოყალიბდნენ როგორც „ზონდერ ჯგუფი“, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ფიქრობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, ის არ იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, რომ მან პროცესი მიაძინა.

“საზოგადოების ანტიპატია გაჩნდა იმ პროცესის მიმართ, რომელიც ქართულ საზოგადოებასა და ქართულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კარნახობს, საომარ მოქმედებებში ჩაერთოს და საქართველოში ცეცხლის ალი გადმოიტანოს, მიიღოს ეკონომიკური თვითდაზიანება და დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. ეს აშკარაა – ვერც თაკო ჩარკვიანმა მიაღწია იმას, რომ ხალხი ლეიბებით გამოცვივდეს და რუსთაველზე გაწვეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოსა და უკრაინაში ყველამ შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა, ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს
შემდეგი სტატიამიშელი – ჩვენ ერთად აღვადგენთ თანამედროვე, დემოკრატიულ უკრაინას, რომელიც მზად არის, დაიკავოს თავისი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში