ვოლსკი – „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობები ემთხვევა რუსეთის ინტერესებს

„არ მინდა დავწვრილმანდე და ჩამოვიდე პრიმიტიულ თემებზე, აქ გლობალური პროცესი მიმდინარეობს და რუსეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ფორმატი 3+3 დგას საფრთხის წინაშე, რასაკვირველია, საქართველოა ის ელემენტი, რომელიც ამ ფორმულაში არ ჯდება და სწორედ მაშინ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს: სააკაშვილის ბიძის ჩამოსვლა, გაუთავებელი მოწოდებები დესტაბილიზაციისკენ, ეს რომ არ გამოდის, შიმშილობისკენ, თითქოსდა შერიგების თემის შემდეგ, ეს რეალობა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ სტრატეგიულმა მიმართულებამ, რომელიც პრაქტიკულად ჩაიშალა ახალი სიცოცხლე შეიძინოს. ეს არ იქნება შედეგის მომტანი, კარგა ხანია ვადევნებთ თვალს რომ საზოგადოება ქართული სინამდვილე მუდმივად რყევის ქვეშ არის, ყველა ეტაპზე, როცა ქვეყანას უჭირდა და ბუქარესტის სამიტი მოვიგონოთ, როცა ნატო-ს ქვეყნებმა გამოაცხადეს საქართველოს უპირობო მხარდაჭერა, იმ წუთში დაიწყეს განცხადებები, რომ რუსეთს ჰყავთ დაჟანგული ტანკები და შეიძლება მათ როსტოვამდე ვსდიოთ, იმ წუთში დაიშალა მოლაპარაკების ფორმატები, რასაც სათავეში ედგა სააკაშვილი. ამდენი დამთხვევა არ არსებობს. ჩვენმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ მუდმივად იქნება დესტაბილიზაციის საფრთხე, თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, გადაასწრო ინტელექტით „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს. ეს მუდმივი პროცესია, როცა ქვეყნის შერყევას ცდილობს ერთი მხარე და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას მხარს უჭერს, რაც დრო გადის ეს ნაწილი უფრო მცირე ხდება, რადგან აშკარაა „ნაცმოძრაობა“ არათუ შერიგებაზე სტაბილურობაზე ფიქრობს, არამედ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლას არ გადაწყვეტს არასდროს და სადაც შეუძლია იმ წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელიც აწყობს ამ განსაკუთრებულ ვითარებაში რუსეთის ფედერაციას. ყველაფერი როგორ ემთხვევა ერთმანეთს 3+3 ფორმატის გამოცხადება, ლავროვის მუქარა,ნატო- ს მხარდაჭერა და ამ დროს დესტაბილიზაციის მცდელობა, რომელიც ახლავს „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ აქტივობას,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის გამოცხადების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ვერტყვიჭალაში რკინის არმატურის საამქრო ჩამოინგრა – უბედური შემთხვევა ხარაგაულში
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრობა სექტის დონეზეა დასული – ზარქუა