ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ახლა თუ მოაწერს ხელს, ეს იქნება სიყალბის პიკი

„ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ახლა თუ მოაწერს ხელს, ეს იქნება სიყალბის პიკი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში განწყობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და აღმოჩნდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„შეთანხმების გაფორმების შემდეგ პარლამენტში ნაწილობრივ შემოსვლა მხოლოდ საბოტაჟის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურებოდა და სხვას არაფერს, ამას კი საზოგადოება ხედავს. ჩვენ არ ვწყვეტთ საკითხებს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმიდან და გადმოსახედიდან. საზოგადოებაში განწყობები განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. აღმოჩნდა, რომ არც ერთი მუხლი არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ განზრახ შემოტანილი იყო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა ქვეყანა ჩამოქცეულიყო და დესტაბილიზაციას ჰქონოდა პრიორიტეტი. ეს რეალობა დავინახეთ და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წინა სტატიაშივოლსკი: ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს
შემდეგი სტატიამეთიუ ბრაიზა: საქართველოს მთავრობას უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება, გაარკვიოს, თუ როგორ გამოვიდეს ამ კრიზისიდან